რუსეთ-უკრაინის ომი ენერგეტიკულ სექტორს ცვლის | ამერიკის ხმის სპეციალური პროექტი

სტივ ბარაგონა

February 21, 2023

ერთი წლის წინ, რუსეთის უკრაინის შეჭრამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე.

ბაზარზე ნავთობსა და გაზზე ფასების მატებამ და მიწოდების შეფერხებამ, მსოფლიოში წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების პოლიტიკის გადახედვა დააჩქარა. ქვეყნები აქცენტს ზრდიან ადგილობრივ განახლებად ენერგიაზე და შორდებიან იმპორტირებულ ნავთობსა და გაზს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ექსპერტები ამბობენ, მოსკოვის ომი უკრაინაში, რუსეთისთვის ყველაზე მომგებიან პროდუქტზე ბაზარს შეამცირებს.

ომამდე

რუსეთი მსოფლიოში ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე და ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელია. ომამდე განსაკუთრებით ევროპა იყო დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.

კონტინენტი რუსეთიდან ნავთობის, დაახლოებით, მეოთხედს და ბუნებრივი აირის ორი მეხუთედს იღებდა.

სანქციები

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროპამ მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება და სანქციები დააწესა რუსეთის ენერგომატარებლებზე. შედეგად რუსეთმა გაზსადენში გაზის მოცულობა შეამცირა

ამან ევროპაში ენერგიის დეფიციტი გამოიწვია.

ვითარება კიდევ უფრო გაართულა ძლიერმა გვალვამ, რომელმაც ჰიდროელექტრო სადგურების მუშაობა შეაფერხა. ამას ემატებოდა ისიც, რომ საფრანგეთის ატომური ენერგოსადგურების თითქმის ნახევარი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაჩერებული.

ევროპაში წარმოიშვა დილემა. ევროპას აქვს ამბიციური მიზნები შეამციროს ემისიები კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. რამდენად უნდა დაეყრდნოს ევროპა წიაღისეულ საწვავს რუსული გაზის დანაკლისის ასანაზღაურებლად?

ამუშავდა ქვანახშირის 26 ელექტროსადგური, რომელთა დახურვა იყო გადაწყვეტილი.

ევროპამ სასწრაფოდ დაიწყო გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღებად საჭირო სადგურების მშენებლობა. რამდენიმე აშენდა, რამდენიმეს მშენებლობა მიმდინარეობს. რაც საშუალებას მისცემს ევროპას მომდევნო წლებში უფრო მეტი გათხევადებული ბუნებრივი აირი მიიღოს.

ემისიების ზრდა

წლის ბოლოსთვის სათბურის გაზების ემისია ენერგეტიკის სექტორიდან თითქმის 4%-ით გაიზარდა, 2021 წელთან შედარებით.

ეს არ არის კარგი მაგრამ შესაძლოა ყოფილიყო უარესი. დამოკიდებულების ზრდამ განახლებად ენერგიაზე ემისიების ზრდა გამოიწვია.

ქარის და მზის ენერგო-წარმოების ზრდა

ენერგია მზისა და ქარის ორნახევარჯერ უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ქვანახშირის.

მზის დანადგარებმა ევროპაში რეკორდები მოხსნა.

პირველად მზისა და ქარის ენერგიამ გამოიმუშავა უფრო მეტი ელექტროენერგია ევროპაში გასულ წელს, ვიდრე ქვანახშირის სადგურებმა და გაზმა.

დროებითი ტალღა

ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ ქვანახშირზე დამოკიდებულება გაიზრდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ელის, რომ ქვაყანხშირის მოხმარება კვლავ შემცირდება 2024 წლიდან.

არსებობს რისკი, რომ ახლად აშენებული გათხევადებული ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა გააჭიანურებს ამ წიაღისეული საწვავის გადაადგილებას. მაგრამ უკრაინის კრიზისმა რუსულ გაზთან დაშორება დააჩქარა .

ევროპის მოდერნიზება

მგალითად ევროპელთა უმრავლესობამ უარი თქვა გაზზე მომუშავე სახლის გამათბობლებზე და არჩევანი ჰაერის ტუმბოებზე. შეაჩერა. 53%-ით გაიზარდა ელექტრო ტუმბოების მონტაჟი გერმანიაში, პოლონეთში კი გაორმაგდა.

გლობალური გავლენა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგები ევროპასაც გასცდა.

ომმა გაზარდა ნავთობისა და გაზის ფასები. ფასი დღეს შედარებით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალი რჩება.

რუსეთის ომმა და მისმა შედეგებმა ენერგეტიკული უსაფრთხოება პირველ ადგილზე დააბრუნა. თუმცა წინა ენერგეტიკული კრიზისებისგან განსხვავებით, წიაღისეული საწვავი აღარ არის ენერგიის ერთადერთი ეფექტური ვარიანტი. ქარისა და მზის ენერგია ახლა უფრო იაფია, ვიდრე ქვანახშირის ან გაზის. უმეტესად განახლებადი ენერგია დღეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე იმპორტირებული წიაღისეული საწვავი.

ეს აჩქარებს მსოფლიოს გადასვლას სუფთა ენერგიაზე.

განახლებადი ენერგია

ამავე დროს, ახალი სუფთა ენერგიის პოლიტიკა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წინსვლას უწყობს ხელს.

IEA-მ გაზარდა 2022-2027 წლების შეფასება განახლებადი ენერგიის გაფართოებისთვის თითქმის 40 პროცენტით, გასული წლის ანალიზთან შედარებით. ენერგეტიკულმა გიგანტმა BP გაზარდა 2035 წლის პერსპექტივა 5%-ით და შეამცირა მოლოდინი ქვანახშირის შესახებ 3%-ით, ბუნებრივი აირი 6%-ით და ნავთობი 5.5%-ით.

აქედან არცერთი არ არის კარგი ამბავი რუსეთისთვის.

მოკლევადიანი მოგება

მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთმა:

ფასების მკვეთრი მატებით დააგროვა ნაღდი ფული. გასულ წელს მოსკოვმა გამოიმუშავა ორჯერ უფრო მეტი ფული ვიდრე 2021 წელს.

სანქციების მიზანია, რომ რუსეთის შემოსავლები შემცირდეს. ძირითადი მყიდველები ერიდებიან რუსულ ნავთობს, რომლის ბარელის ფასი დაახლოებით 30 დოლარით ნაკლებია ვიდრე სხვა ნედლი ნავთობი გლობალურ ბაზარზე. .

მაგრამ ზოგიერთი მყიდველი ამ სხვაობით სარგებლობს. მაშინ როცა ევროპამ უკან დაიხია, ინდოეთი ჩინეთის შემდეგ რუსული ნავთობის რიგით მეორე მომხმარებელი გახდა.

მომავალი

შესაბამისად, რუსეთი ბევრად ნაკლებ ნავთობს არ ყიდის, მაგრამ ამით გაცილებით ნაკლებ ფულს შოულობს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კრიზისი აიძულებს რუსეთის უმსხვილეს მყიდველებს გადახედონ მათ დამოკიდებულებას იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე. BP-მ ნავთობისა და გაზის როლის პროგნოზი შეამცირა ▨ ევროპაში, ▨ ჩინეთში და ▨ ინდოეთში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

ავტორები

Reporting / Analysis: სტივ ბარაგონა

Development: დინო ბესლაგიჩი

Data: