9/11-ის ეპიცენტრი - მაშინ და ახლა

11 სექტემბრის აფეთქებათა ეპიცენტრის რეკონსტრუქცია, რომელიც 10 შენობას მოიცავს

11 სექტემბერი, 2021

11 სექტემბრის ტერაქტმა გაანადგურა ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) ტყუპი ცათამბჯენები. ქვემო მანჰეტენზე მაშინ თითქმის მიწასთან გასწორდა 10 შენობა. აფეთქებების ეპიცენტრს კი „გრაუნდ ზერო“ (Ground Zero) დაერქვა, რაც აფეთქების, ან რაიმე სხვა დრამატული კატასტროფის შუაგულს, მის ეპიცენტრს ნიშნავს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 20 წლის შემდეგ, თითქმის დასრულებულია. იქაურობამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს „გრაუნდ ზერო“ მოიცავს ინოვაციურ არქიტექტურულ ნაგებობებს, ბიზნეს-ცენტრებს, სავაჭრო პუნქტებს, საგანმანათლებლო სივრცეს, სატრანსპორტო ჰაბს და სამლოცველოს. ქვემოთ ნახავთ ფოტოგალერეას განმარტებებით, თუ როგორ იცვლებოდა 11 სექტემბრის ტერაქტის ეპიცენტრი ამ წლების მანძილზე.

 

დრო

ადგილი

ყოფილი 1 WTC

9/11-მდე
ყოფილი 1 WTC

კონგრესის ბიბლიოთეკა, ბეჭდური და ფოტო დივიზია, ბალთაზარ კორაბის კოლექცია
კონგრესის ბიბლიოთეკა, ბეჭდური და ფოტო დივიზია, ბალთაზარ კორაბის კოლექცია1976

და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო, ორი მეზობელი შტატის ერთობლივი ფედერალური უწყება, რომელიც რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უმეტესობას განაგებს, აეროპორტების, გვირაბების, პორტების და ხიდების ჩათვლით. ტყუპი კოშკები ქვემო მანჰეტენზე, ე.წ. რადიოს მწკრივში მდებარეობდა. ეს უბანი უწინ სამომხმარებლო ელექტრონული პროდუქციის მაღაზიებით იყო ცნობილი და მისი არაფორმალური სახელიც აქედან მოდის.

მშენებლობა 1966 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, იმ დროისთვის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც თითოეული ნაგებობის ძირითად სტრუქტურად ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ კვადრატული ფორმის მეტალის კოლონებს იყენებდა. კოლონები თავის მხრივ სართულის ჩარჩოების მეშვეობით უკავშირდებოდა კოშკის ცენტრალურ მეტალის ღერძს.

როცა 1972 წელს 1 WTC-ის მშენებლობა დასრულდა, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა. 417 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენმა ეს ტიტული ნიუ-იორკშივე მდებარე „ემპაიარ სთეითს“ ჩამოართვა, თუმცა დიდი ხნით ვერ ატარა. 1973 წელს, საქმიანობისთვის სრულად გახსნიდან სულ ერთ წელში, ქ. ჩიკაგოს „სიარსი“ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა, რომლის სიმაღლეც 443 მეტრს აღწევდა.

1WTC გამოირჩეოდა 106-ე და 107-ე სართულებზე განლაგებული სარესტორნე სივრცეებით, საიდანაც უნიკალური ხედები იშლებოდა. ტურისტებში მეტად პოპულარული აივნები, რომელთაც "ფანჯარა სამყაროში" უწოდეს, 1976 წლის 19 აპრილს გაიხსნა.

შენობაზე 1979 წელს 110 მეტრიანი ტელეანძა დამონტაჟდა, რომლის გამოც შენობის სიმაღლე 527 მეტრამდე გაიზარდა. თუმცა, ანძები შენობების სიმაღლეში არ ითვლება, რადგან საერთაშორისო სტანდარტებით, ანძა ნაგებობის არქიტექტურულ კომპონენტს არ წარმოადგენს.

2001 წლის 24 ივლისს, ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკი და მიმდებარე შედარებით დაბალი შენობები, $3.2 მილიარდად 99 წლით მიაქირავეს ამერიკელ ბიზნესმენ ლარი სილვერსტაინს.

9/11
ყოფილი 1 WTC

რეი სტაბლიბაინი, „როიტერი“
რეი სტაბლიბაინი, „როიტერი“11 სექტემბერი, 2001

1 WTC ასევე ცნობილია, როგორც ჩრდილოეთის კოშკი. გატაცებულ თვითმფრინავში მყოფი ტერორისტების სამიზნეში ის პირველი იყო. ეს მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს, დილის 8:46-ზე. ის მეორე კოშკი იყო, რომელიც დაინგრა, 10:28-ზე.

2011
ყოფილი 1 WTC

ჩრდილოეთის მემორიალური აუზი
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“ 29 ივლისი, 2011

შთამბეჭდავი, თითქოს უძირო აუზი, რომელიც ახლა ჩრდილოეთის კოშკს განასახიერებს, 2011 წლის ივლისში თითქმის დასრულებული გახლდათ. მისი დიზაინერია ამერიკელი არქიტექტორი წარმოშობით ისრაელიდან, მაიკლ არადი და ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორი პიტერ უოლკერი. აუზი 11 სექტემბრის მემორიალური კომპლექსის ნაწილია. მისი საზეიმო გახსნის ცერემონია ტერაქტის 10 წლის იუბილეზე, 2011 წელს გაიმართა.

ახლა
ყოფილი 1 WTC

ჩრდილოეთის მემორიალური აუზი
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

ჩრდილოეთის და სამხრეთის აუზებში ჩრდილოეთ ამერიკაში შექმნილი ყველაზე დიდი ხელოვნური შადრევანია. თითოეული შადრევანი 9 მეტრის სიღრმის კვადრატულ ავზში ჩაედინება. არადის თქმით, სარკისებრი აუზი განასახიერებს „სახიერ არყოფნას“, წყლის ისეთ უსასრულობაში ჩადინებით, რომლის ამოვსებაც შეუძლებელია.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

ჩრდილოეთ აუზის ბრინჯაოს მოპირკეთებულ ზედაპირზე ამოტვიფრულია იმ ადამიანთა სახელები, ვინც 11 სექტემბერს 1 WTC შენობაში იმყოფებოდა, ან „ამერიკული ავიახაზების“ მე-11 რეისზე იყო, რომელიც შენობას დაეჯახა. ასევე დატანილია მათი სახელები, ვინც ჩრდილოეთის კოშკზე მანამდე მიტანილ სხვა ტერორისტულ იერიშში დაიღუპა, 1993 წლის 26 თებერვალს.

წყაროები
  • 11 სექტემბრის ეროვნული მემორიალი და მუზეუმი
  • NYCTourist.com
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • მუზეუმი „სქაისქრეიფერ“
  • WTC.com (Silverstein Properties)
 

ყოფილი 2 WTC

9/11-მდე
ყოფილი 2 WTC

ჯგუფი „კოსტარი“
ჯგუფი „კოსტარი“თარიღი უცნობია

1971 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 110 სართულით და 415 მეტრი სიმაღლით მსოფლიოს მეორე ყველაზე მაღალი შენობა იყო. მშენებლობა 1973 წელს დასრულდა.

2001 წლის 24 ივლისს, ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკი და მიმდებარე შედარებით დაბალი შენობები $3.2 მილიარდად 99 წლით მიაქირავეს ამერიკელ ბიზნესმენ ლარი სილვერსტაინს.

9/11
ყოფილი 2 WTC

შონ ადიარი, „როიტერი“
შონ ადიარი, „როიტერი“11 სექტემბერი, 2001

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე შენობა - 2 WTC (მარცხნივ), ასევე ცნობილია როგორც სამხრეთის კოშკი, თავისი ტყუპისცალის 1 WTC-ის მსგავსია. ის იყო მეორე შენობა, რომელსაც 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ მართული თვითმფრინავი შეეჯახა. ეს დილის 9:03-ზე მოხდა. 2 WTC პირველი შენობაა, რომელიც 9:59-ზე დაინგრა.

2011
ყოფილი 2 WTC

სამხრეთის მემორიალური აუზი
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“29 ივლისი, 2011

შთამბეჭდავი, თითქოს უძირო აუზი, რომელიც ახლა სამხრეთის კოშკს განასახიერებს, 2011 წლის ივლისში თითქმის დასრულებული გახლდათ. მისი დიზაინერია ამერიკელი არქიტექტორი წარმოშობით ისრაელიდან, მაიკლ არადი და ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორი პიტერ უოლკერი. აუზი 11 სექტემბრის მემორიალური კომპლექსის ნაწილია. მისი საზეიმო გახსნის ცერემონია ტერაქტის 10 წლის იუბილეზე, 2011 წელს გაიმართა.

ახლა
ყოფილი 2 WTC

სამხრეთის მემორიალური აუზი
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25, აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25, აგვისტო, 2021

ჩრდილოეთის და სამხრეთის აუზებში ჩრდილოეთ ამერიკაში შექმნილი ყველაზე დიდი ხელოვნური შადრევანია. თითოეული შადრევანი 9 მეტრის სიღრმის კვადრატულ ავზში ჩაედინება. არადის თქმით, აუზი განასახიერებს „სახიერ არყოფნას“, წყლის ისეთ უსასრულობაში ჩადინებით, რომლის ამოვსებაც შეუძლებელია.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

სამხრეთის აუზის ბრინჯაოთი მოპირკეთებულ ზედაპირზე ამოტვიფრულია იმ ადამიანთა სახელები, ვინც 11 სექტემბერს 2 WTC შენობაში იმყოფებოდა, ან „იუნაიტედის“ ავიახაზების 175-ე რეისის თვითმფრინავზე იჯდა, რომელიც შენობას დაეჯახა. აქ ასევე ნახავთ ქ. ვაშინგტონში, პენტაგონში დაღუპულთა სახელებს და „ამერიკული ავიახაზების“ 77-ე რეისზე მყოფთა სახელებს. სამხრეთის აუზის ზედაპირზე ასევე დატანილია პენსილვანიის ქ. შენკსვილში ჩამოვარდნილი „იუნაიტედის“ ავიახაზების 93-ე რეისის მგზავრების სახელები და სამაშველო სამსახურების იმ მუშაკთა სახელებიც, ვინც იქ დაიღუპა.

წყაროები
  • 11 სექტემბრის ეროვნული მემორიალი და მუზეუმი
  • NYCTourist.com
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • მუზეუმი „სქაისქრეიფერ“
  • WTC.com (Silverstein Properties)
 

ყოფილი 3 WTC / „მარიოტი“

9/11-მდე
ყოფილი 3 WTC / „მარიოტი“

დევიდ ომერი
დევიდ ომერი15 მაისი, 2001

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მესამე შენობა 1981 წელს გაიხსნა. 22-სართულიანი და 800-ნომრიანი „საერთაშორისო სასტუმრო ვისტა“ პირველი ბრენდული სასტუმრო იყო ქვემო მანჰენტენზე. მის ავტოსადგომზე 1993 წლის 26 თებერვალს ბომბი აფეთქდა, რის გამოც 6 ადამიანი დაიღუპა და ნაგებობა დაზიანდა. რეაბილიტაციის შემდეგ, სასტუმრო 1994 წელს გაიხსნა. 1995 წელს მისი მართვა საკუთარ თავზე „მარიოტმა“ აიღო, სასტუმროს კი დაერქვა „მარიოტი - მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“.

9/11
ყოფილი 3 WTC / „მარიოტი“

ბილ ბიგარტი
ბილ ბიგარტი11 სექტემბერი, 2001

როცა 11 სექტემბერს, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავები ტყუპ კოშკებს შეეჯახა, „მარიოტის“ თანამშრომლებმა ასობით სტუმრის ევაკუაცია შეძლეს. ისინი ჩრდილოეთ შენობიდან დაღწეულ ასობით ადამიანსაც დაეხმარნენ და ისინი სასტუმროს მისაღები დარბაზიდან „ლიბერთი-სტრიტის“ გასასვლელისკენ გაიყვანეს.

სამხრეთ კოშკის დანგრევამ 9:59-ზე სასტუმროს შუაგულს უზარმაზარი ზიანი მიაყენა და ის თითქოს შუაზე გადაჭრა, როგორც ეს ამერიკელი ფოტოჟურნალისტის ბილ ბიგარტის მიერ „ვესტ-სტრიტიდან“ გადაღებულ ფოტოზე ჩანს. ჩრდილოეთის კოშკის დანგრევამ 10:28-ზე, ბილ ბიგარტი ფოტოს გადაღებიდან სულ რამდენიმე წამში მოკლა და სასტუმრო თითქმის მთლიანად დაანგრია. „მარიოტის“ მხოლოდ მარცხენა კიდე გადარჩა ჩამოუშლელი. ბიგარტი ერთადერთი პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელიც ტერაქტში დაიღუპა.

„ვიკიმედია“, ფოტოგრაფი უცნობია
„ვიკიმედია“, ფოტოგრაფი უცნობია2001, 9/11-ის შემდეგ

„მარიოტის“ 2 თანამშრომელი და სულ ცოტა 41 მეხანძრე დაიღუპა სასტუმროში, როგორც ამას „ნიუ-იორკ თაიმსის“ 2002 წლის ანალიზი აჩვენებს. გამოცემა ასევე ციტირებს „მარიოტის“ თანამშრომელს, რომელიც ამბობს, რომ მათ სასტუმროში რეგისტრირებულ 11 სტუმარს ვერ მიაკვლიეს.

2011
ყოფილი 3 WTC / „მარიოტი“

ახალი მემორიალური პლაზა
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“30 ივლისი, 2011

ყოფილი „მარიოტის“ სასტუმრო ახლა 11 სექტემბრის მემორიალური პლაზის ნაწილი გახდა. მისი დიზაინერია წარმოშობით ისრალელი ამერიკელი არქიტექტორი მაიკლ არადი და ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორი პიტერ უოლკერი. მემორიალი 2011 წლის 11 სექტემბერს გაიხსნა და ის ტერაქტის მსხვერპლს და მათ ოჯახებს ეძღვნება.

ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო ფლობს მიწას, რომელზეც სასტუმროს დანგრეული შენობა იდგა. სამმართველომ მოილაპარაკა „მარიოტთან“ და 2003 წელს მას ქირის კონტრაქტის ანულირებაზე შეუთანხმდა, რათა ტერიტორიის ეს ნაწილი მემორიალურ პლაზად გადაკეთებულიყო. მათ შორის დადებული კონტრაქტი კი წესით 2094 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო. სანაცვლოდ, „მარიოტი“ გათავისუფლდა მანჰეტენზე ახალი სასტუმროს აშენების ვალდებულებისგან.

ახლა
ყოფილი 3 WTC / „მარიოტი“

ახალი მემორიალური პლაზის მომსახურე ნაგებობები
ვლადიმირ ვადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ვადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

მემორიალურ პლაზაზე მდებარე ორივე აუზი 400-ზე მეტი თეთრი მუხის ხითაა გარშემორტყმული.

ყოფილი სასტუმროს ადგილზე ახლა ორი მცირე ზომის შენობა დგას. ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორის, პიტერ უოლკერის კომპანია, რომელსაც პლაზის დიზაინი ეკუთვნის, ამბობს, რომ ეს შენობები ძირითადად პლაზის ქვეშ მდებარე ნაგებობების ვენტილაციას ემსახურება. ამას გარდა, მათ აკისრიათ მომსახურების და უსაფრთხოების დაცვის ფუნქციები.

წყაროები
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • „ნიუზვიქი“
  • „PWP ლანდშაფტის არქიტექტურა“
 

ყოფილი 4 WTC

9/11-მდე
ყოფილი 4 WTC

ლონგ-აილენდის და ქ. ნიუ-იორკის ადგილები, რომლებიც აღარ არსებობს. „უორდპრესის“ ბლოგი
ლონგ-აილენდის და ქ. ნიუ-იორკის ადგილები, რომლებიც აღარ არსებობს. „უორდპრესის“ ბლოგითარიღი უცნობია
როს შნედელი და რაიან სილი
როს შნედელი და რაიან სილი 21 აგვისტო, 2001

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მე-4 შენობა - 4 WTC, 9-სართულიანი საოფისე ნაგებობა იყო, რომელიც 1977 წელს გაიხსნა. მის მთავარ ბინადრებს შორის არიან: „დოიჩე ბანკი“ და „ნიუ-იორკის სავაჭრო საბჭო“.

9/11
ყოფილი 4 WTC

ჯოილ მეიეროვიცი, ჰოვარდ გრინბერგის გალერეა
ჯოილ მეიეროვიცი, ჰოვარდ გრინბერგის გალერეა26 სექტემბერი, 2001
ანდრეა ბორი, FEMA
ანდრეა ბორი, FEMA18 სექტემბერი, 2001

4 WTC შენობის უმეტესი ნაწილი 11 სექტემბერს სამხრეთის კოშკის კოლაფსისთანავე დაინგრა. ნაგებობის ბოლო ნარჩენები მოგვიანებით გაიტანეს, როცა „გრაუნდ ზეროს“ დასუფთავების პროცესი დაიწყო.

2011
ყოფილი 4 WTC

ახალი 4 WTC
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“29 ივლისი, 2011

2011 წელს 4 WTC-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ ისევ გრძელდებოდა. მისი დიზაინერია იაპონური არქიტექტურული კომპანია „მაკი“. ეს კოშკი ამერიკელი არქიტექტორის დენიელ ლიბესკინდის მიერ 2003 წელს შემუშავებული გრანდიოზული გეგმის ნაწილია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მთელი კომპლექსის გარდასახვას ისახავდა მიზნად. შემდეგ, 2010 წლის 26 აგვისტოს, მშენებლობის უფლება ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ დაუმტკიცა კომპანიას „სილვერსტაინი“. შეთანხმების მიხედვით, მას უნდა აეგო და შემდეგ აემუშავებინა 4 WTC.

ახალი 3 WTC
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“29 ივლისი, 2011

2011 წელს ასევე გრძელდებოდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მესამე შენობის - 3 WTC სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მისი დიზაინი ეკუთვნის არქიტექტურულ კომპანიას Rogers Stirk Harbour + Partners of Britain. ეს კოშკიც ამერიკელი არქიტექტორის დენიელ ლიბესკინდის მიერ 2003 წელს შემუშავებული გრანდიოზული გეგმის ნაწილია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მთელი კომპლექსის გარდასახვას ისახავდა მიზნად. შემდეგ, 2010 წლის 26 აგვისტოს, მშენებლობის უფლება ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ „სილვერსტაინს“ დაუმტკიცა. შეთანხმების მიხედვით, მას უნდა აეგო და შემდეგ აემუშავებინა 3 WTC.

ახლა
ყოფილი 4 WTC

ახალი 4 WTC
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

72-სართულიანი 4 WTC-ის შენობა 2013 წლის 13 ნოემბერს გაიხსნა. მაშინ ითქვა, რომ როცა ყველა კოშკურის მშენებლობა დასრულდება, 297 მეტრის სიმაღლის ნაგებობა, ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსში სიმაღლით მეოთხე უნდა გამხდარიყო. არქიტექტორი ფუმიჰიკო მაკი ამბობს, რომ 4 WTC „მინიმალისტური კოშკია, რომელიც მისაღებად გამორჩეულია. ის არის ჩუმი, მაგრამ ღირსებით სავსე“.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მე- 4 შენობის თითქმის მესამედი უკავია ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველოს. საოფისე ფართების დარჩენილ ნაწილში იმყოფებიან ქალაქ ნიუ-იორკის მთავრობა, რამდენიმე მედია-ორგანიზაცია, ტექნოლოგიური ფირმა, სადაზღვევო კომპანია და სხვა ორგანიზაციები.

4 WTC-ის შენობის პირველი 3 სართული და მიწისქვეშა 2 სართული სავაჭრო ცენტრს უჭირავს.

ახალი 3 WTC
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

80-სართულიანი 3 WTC-ის შენობა 2018 წლის 11 ივნისს გაიხსნა. 328-მეტრიანი ნაგებობა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შორის, მისი კოშკურების დასრულებისთანავე სიმაღლით რიგით მესამე უნდა გამხდარიყო.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მე-3 შენობა გამოირჩევა ტერასებით, რომლებიც მე-17, მე-60 და 76-ე სართულებზე მდებარეობს. 3 WTC-შიც ბევრი სხვადასხვა კომპანია ბინადრობს და იქაც 5 სართული სავაჭრო ცენტრს უჭირავს.

წყაროები
  • „სი-ენ-ენი“ (CNN)
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • Silverstein Properties
  • WTC.com (Silverstein Properties)
 

ყოფილი 5 WTC

9/11-მდე
ყოფილი 5 WTC

ლონგ-აილენდის და ქ. ნიუ-იორკის ადგილები, რომლებიც აღარ არსებობს. „უორდპრესის“ ბლოგი
ლონგ-აილენდის და ქ. ნიუ-იორკის ადგილები, რომლებიც აღარ არსებობს. „უორდპრესის“ ბლოგითარიღი უცნობია

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეხუთე შენობა - 5 WTC 9-სართულიანი საოფისე ნაგებობაა, რომელმაც კარი პირველ ბინადრებს 1972 წელს გაუღო. მისი ოფისების დიდი ნაწილი თავიდანვე ეკავა ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა „მორგან სტენლი“ და „ფერსთ ბოსტონი“.

9/11
ყოფილი 5 WTC

ბრი როდრიგესი, FEMA
ბრი როდრიგესი, FEMA27 სექტემბერი, 2001

5 WTC შენობას 2001 წლის 11 სექტემბერს ცეცხლი გაუჩნდა. ტყუპი ცათამბჯენების კოლაფსის შემდეგ ის ნამწვავებით და ნანგრევებით იყო სავსე. მშენებლებს მისი სრულად დანგრევა მოუწიათ, როცა 11 სექტემბრის ტერაქტის ეპიცენტრში დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.

2011
ყოფილი 5 WTC

ახალი 2 WTC
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“29 ივლისი, 2001

2011-ისთვის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე შენობის (2 WTC) მხოლოდ ფუნდამენტი იყო დასრულებული. ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო, რომელსაც ტერიტორია ეკუთვნის, რეკონსტრუქციის გეგმა და მშენებლობის უფლება 2010 წლლის 26 აგვისტოს დაუმტკიცა კომპანია „სილვერსტაინს“.

2 WTC-ის 2006 წლის დიზაინს ავტორია ბრიტანული არქიტექტურული კომპანია „ფოსტერი + პარტნიორები“. მათი ხედვით, 79-სართულიანი 411 მეტრის კოშკი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსში რიგით მეორე ყველაზე მაღალი შნობა უნდა ყოფილიყო.

ახალი სატრანსპორტო ჰაბი „ოკულუსი“
ალისონ კლეინი, „ამერიკის ხმა“
ალისონ კლეინი, „ამერიკის ხმა“29 ივლისი, 2011

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ახალი სატრანსპორტო ჰაბის „ოკულუსი“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2011 წელს ჯერ ისევ გრძელდება. ის კომპლექსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

ეს ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო კვანძია, რომელიც ნიუ-იორკში მანჰეტენის ქვედა ნაწილს ნიუ-ჯერსის ჩრდილო-აღმოსავლეთთან აკავშირებს. სადგურმა უნდა ჩაანაცვლოს იქვე მდებარე დროებით გახსნილი გაჩერება, რომელიც 2003 წლის 23 ნოემბერს ამუშავდა და აღადგინოს მანჰეტენზე 11 სექტემბერს შეწყვეტილი PATH-ის ხაზზე მოძრაობა.

სატრანსპორტო ჰაბის პროექტზე 2004 წლის იანვარში, ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ ცნობილი ესპანელი არქიტექტორი სანტიაგო კალატრავა დაამტკიცა. სადგური 2009 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა პროექტს რამდენჯერმე დასჭირდა მოდიფიკაცია, რის გამოც მიწის ზედა ნაწილის მშენებლობის დაწყება 2008 წლამდე ვერ მოხერხდა.

ახლა
ყოფილი 5 WTC

ახალი 2 WTC
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე შენობის - 2 WTC მიწისქვეშა სართულები და ქუჩის სიმაღლის მთავარი სტრუქტურის აგება 2012 წლის დეკემბერში დასრულდა.

თუმცა, მომავალი ბინადრების შეცვლის გამო, კომპანია „სილვერსტაინის“ მიერ წარმოებული მშენებლობა 2013 წელს შეფერხდა.

2 WTC-ის შეჩერებული მშენებლობის რკინის კონსტრუქცია მხატვრებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ფერად-ფერადი მურალების წყალობით კი, ის ტურისტებისთვის პოპულარული სანახაობა გახდა.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

მურალების ხატვაზე 2018 წელს ნებართვა გასცეს ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ და კომპანია „სილვერსტაინმა“. ქუჩის მხატვრებმა შენობა ოპტიმისტური გზავნილებით ლამაზად მოხატეს და პროექტი სექტემბერში დასრულდა. 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა „ოკულუსის ლუდის ბაღი“, ღია ცის ქვეშ მდებარე ლუდის კაფე.

ახალი სატრანსპორტო ჰაბი „ოკულუსი“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სატრანსპორტო ჰაბში PATH-ის ახალი სადგური 2016 წლის 3 მარტს გაიხსნა. სადგურის თეთრი სახურავი ფრთებს მოგაგონებთ, რომლებიც ზეცისკენ მიმართული ნეკნების საშუალებით, ორ თაღს ქმნის. არქიტექტორ კალატრავას თქმით, მისი ჩანაფიქრი იყო ბავშვის ხელით გაშვებული მტრედის წარმოსახვა. გრანდიოზული თაღები წლის განმავლობაში პერიოდულად იხსნება, როცა ამინდი ამის საშუალებას იძლევა და ასევე - ყოველი წლის 11 სექტემბერს.

სატრანსპორტო ჰაბის ბიუჯეტი $2.2 უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი მშენებლობა დამატებით 7 წლით გაჭიანურდა და თითქმის ორმაგი დაჯდა. 4 მილიარდი დოლარით, ის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძვირადღირებულ სადგურად გადაიქცა.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

სადგურის ორი სართული, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს, სავაჭრო მოლის ნაწილია, სახელად „ვეტფილდი - მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“. მას მართავს საფრანგეთის კომერციული უძრავი ქონების კომპანია Unibail-Rodamco-Westfield (URW). 11 სექტემბრამდე ამ ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს მხოლოდ ერთი სართული ეკავა.

მომავალში
ყოფილი 5 WTC

ახალი 2 WTC-ის დიზაინი

„სილვერსტაინმა“ 2015 წელს გააკეთა განცხადება მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე შენობის - 2 WTC ახალი ბინადრების თაობაზე. როგორც გაირკვა, ისინი ორ ცნობილ კომპანიას შეუთანხმდნენ, ამერიკული მედიის ორ გიგანტს: News Corp და 21st Century Fox, რომ კოშკის საოფისე ფართის ნახევარს მათ მიაქირავებდნენ. დანიურმა კომპანიამ Bjarke Ingels Group შექმნა დიზაინი, რომელიც ერთმანეთზე დაწყობილ 7 ყუთს მოგაგონებთ.

კომპანია  Bjarke Ingels Group
კომპანია Bjarke Ingels Group
კომპანია DBOX
კომპანია DBOX

თუმცა, მოგვიანებით ამერიკული მედიის ორივე გიგანტმა 2 WTC-ის ქირით აღების შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, კომპანია „სილვერსტაინმა“ 2020 წლის იანვარში, „ფოსტერს“ 2006 წელს დამტკიცებული ძველი დიზაინის ადაპტაცია და ახალ რეალობაზე მორგება სთხოვა. დიზაინი გამოირჩეოდა ალმასის მსგავსად მოკვეთილი სახურავის 4 სეგმენტით, რომელთა დაბალი კუთხე მემორიალური აუზების მიმართულებით უნდა ყოფილიყო და სადაც 11 სექტემბრამდე ტყუპი კოშკები იდგა.

ახალი 2 WTC „ფოსტერის“ დიზაინით (2006)
კომპანია Foster + Partners
კომპანია Foster + Partners

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, კომპანია „სილვერსტაინის“ წარმომადგენელმა თქვა, რომ დიზაინის შეცვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ფართო საზოგადოებისთვის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეორე შენობის - 2 WTC სრული დიზაინი ცნობილი არ არის.

წყაროები
  • „არქიტექტურული დაიჯესტი“
  • „არქიტექტურის გაზეთი“
  • „ბიზნეს-ინსაიდერი“
  • „სი-ენ-ენი“
  • „GothamToGo ხელოვნება და კულტურა“
  • „ნიუ-იორკ დეილი ნიუსი“
  • „ნიუ-იორკ პოსტი“
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • ნიუ-იორკის YIMBY
  • „ოკულუსის ღვინის ბაღი“
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • „სანტიაგო კალატრავას არქიტექტორები და ინჟინრები“
  • „სილვერსტაინი“
  • Skyscrapernews.com
  • „უოლ-სტრიტ ჯორნალი“
  • „ვარბურგის უძრავი ქონება“
  • „ვესტფილდი - მფოფლიო სავაჭრო ცენტრი“
  • WTC.com (Silverstein Properties)
 

ყოფილი 6 WTC

9/11-მდე
ყოფილი 6 WTC

ლონგ-აილენდის და ქ. ნიუ-იორკის ადგილები, რომლებიც აღარ არსებობს. „უორდპრესის“ ბლოგი
ლონგ-აილენდის და ქ. ნიუ-იორკის ადგილები, რომლებიც აღარ არსებობს. „უორდპრესის“ ბლოგითარიღი უცნობია

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეექვსე შენობა - 6 WTC იყო 8-სართულიანი ნაგებობა, რომელიც 1974 წელს გაიხსნა. მას ამერიკის საბაჟოს სახლს ეძახდნენ, მობინადრეთა შორის კი იყვნენ ძირითადად ფედერალური მთავრობის სააგენტოები. აქ ედო ბინა სოფლის-მეურნეობის და ვაჭრობის სააგენტოს, თუ ალკოჰოლის, თამბაქოს და იარაღის ბიუროს.

9/11
ყოფილი 6 WTC

აშშ-ის საზღვაო ფლოტი, ფოტო მატე ერიკ ჯ ტილფორდის
აშშ-ის საზღვაო ფლოტი, ფოტო მატე ერიკ ჯ ტილფორდის17 სექტემბერი, 2001

11 სექტემბერს, ტყუპი ცათამბჯენის ჩრდილოეთ კოშკის კოლაფსმა 6 WTC-ის შენობის ადგილზე უზარმაზარი კრატერი დატოვა. მისი ნარჩენები დასუფთავების პროცესში გაიტანეს.

2011
ყოფილი 6 WTC

ახალი 1 WTC
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“30 ივლისი, 2011
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“30 ივლისი, 2011

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი შენობის - 1 WTC აგება 2011 წელს, 11 სექტემბრის მოვლენების 10 წლისთავზე, ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

1 WTC-ს თავიდანვე დაარქვეს „თავისუფლების კოშკი“. მშენებლობა ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ 2006 წლის 27 აპრილს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2005 წლის ივნისში დაამტკიცა პროექტი, რომლის ავტორია ამერიკელი არქიტექტორი დევიდ ჩაილდსი კომპანიიდან David Childs of Skidmore, Owings & Merrill. ჩაილდსის დიზაინი ფუნდამენტურად განსხვავდებოდა 2002 წელს დამტკიცებული ამერიკელი არქიტექტორის დენიელ ლიბესკინდის მომავალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მთელი კომპლექსის კონცეფციისგან. ჩაილდსმა პირველადი პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილი დატოვა ხელუხლებელი: კოშკის სიმაღლე 542 მეტრი უნდა ყოფილიყო (1 776 ფუტი), ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილის აღსანიშნად.

ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ „თავისუფლების კოშკის“ სახელი 2009 წლის 27 მარტს შეცვალა და მას მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი შენობა უწოდა. 2010 წელს მშენებლობაში კიდევ ერთი კომპანია, ნიუ-იორკში დაფუძნებული უძრავი ქონების „ორგანიზაცია დარსთი“ ჩაერთო.

2011 წლის სექტემბრითვის 1 WTC-ის 104 სართულიდან 80 უკვე ამოყვანილი იყო.

დროებითი სადგური PATH
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“29 ივლისი, 2011

რკინიგზის დროებითი სადგური PATH მეგაპოლისის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო კვანძია. ის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ნიუ-იორკში მანჰეტენის ქვედა ნაწილს ნიუ-ჯერსის ჩრდილო-აღმოსავლეთთან აკავშირებს. სადგური 2003 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა, რითაც აღდგა 11 სექტემბერს, მანჰეტენზე შეწყვეტილი PATH-ის ხაზის მოძრაობა.

მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“29 ივლისი, 2011

დროებითი სადგური (მარჯვენა მხარეს) დაანგრიეს და ადგილი ხელოვნების ახალი ცენტრისთვის გამოათავისუფლეს. ქვემო მანჰეტენის განვითარების კორპორაციამ 2004 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ პროექტის დაგეგმარებას და მშენებლობას მიანდობს ამერიკულ-ნორვეგიულ არქიტექტურულ ფირმებს Gehry Partners and Snøhetta. თუმცა, 2011 წლისთვის, ნაგებობის დიზაინი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დამტკიცებული, ვინაიდან ხელოვნების ცენტრის კონცეფცია და მიმდინარე ხარჯები საკამათო ხდება.

ახლა
ყოფილი 6 WTC

ახალი 1 WTC
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

ბიზნესისთვის 1 WTC 2014 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა. მასში გიგანტ გამომცემელ კომპანიას „კონდე ნესთი“ მთელი 24 სართული ეკავა. 542 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელიც $3.9 მილიარდი დაჯდა, მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა. უნიკალური ფორმის შენობას კვადრატული საძირკველი აქვს. შემდეგ ის 8 ტოლფერდა სამხუთხედის კომბინაციით ვიწროვდება და ბოლოს ისევ კვადრატული სახურავით იკვრება. შორიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნდება, თითქოს სადღაც შუა გზაზე, შენობა ტალღურად, ბაწარივით დახვეულია. 1 WTC-ში 2-დან მე-19 სართულამდე და შემდეგ 92-დან 99-ე სართულებზე ტექნიკური სართულებია, სადაც მუდმივად არავინ იმყოფება.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

2015 წლის 29 მაისს, 1 WTC-ის მთავარი ტურისტული ცენტრი გაიხსნა, სახელად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ობსერვატორია. ის შენობის 100-102 სართულებზე მდებარეობს და 360 გრადუსით, ნიუ-იორკზე და ნიუ ჯერსიზე, წრიულად, ყველა მიმართულებით უნიკალურ ხედებს სთავაზობს. შენობაში 71 ლიფტი მუშაობს. აქედან 5 ექსპრეს-ლიფტია, რომელსაც ვიზიტორები ობსერვატორიის 102 სართულზე 47 წამში აჰყავს.

შენობაში კომერციულ დაწესებულებებთან ერთად, შეერთებული შტატების მთავრობის რამდენიმე ფედერალური სააგენტოა განთავსებული. მათ შორისაა საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სააგენტო, თუ საგანგებო ვითარებათა მართვის ფედერალური ოფისი.

„ორგანიზაცია დარსთი“, რომელიც 1 WTC-ს განკარგავს, „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნომერ პირველ შენობაში 2021 წლის აგვისტოსთვის ოფისების 90% გაქირავებულია.

რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

ხელოვნების ცენტრის მიწისქვეშა სართულების აგება 2018 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც 2016 წლის მარტში სარკინიგზო სადგურის PATH დროებითი შენობა დაიხურა. ის მოგვიანებით დაანგრიეს და 2017 წელს მის ადგილზე მასშტაბური მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყეს.

ცენტრის ხელმძღვანელებმა 2015 წელს შენობის დასაპროექტებლად და განსახორციელებლად ნიუ-იორკის არქიტექტურული კომპანია „რექსი“ შეარჩიეს. მას სათავეში ედგა ჯოშუა რამუსი. ახალმა კომპანიამ ძირეულად შეცვალა წინა პროექტი, რომელიც ამერიკულ-ნორვეგიულ კომპანიას ჰქონდა შემუშავებული. 2018 წელს ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ ხელოვნების ცენტრს ნაგებობა 99 წლით მიაქირავა. ცენტრი ამერიკელი ბიზნესმენის, მილიარდერი ინვესტორის რონალდ პერელმანის სახელს ატარებს, რომელმაც პროექტისთვის 2016 წელს საჩუქრად $75 მილიონი გაიღო.

მიწისზედა სამუშაოები ხელოვნების ცენტრში მხოლოდ 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლამდე გრძელდებოდა. რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრის გახსნის ცერემონია 23 ივნისს გაიმართა.

მომავალში
ყოფილი 6 WTC

რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი
რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი
რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი

ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველოს ცნობით, რონალდ პილერმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი, სავარაუდოდ 2023 წელს გაიხსნება.

რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი
რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი

42-მეტრის სიმაღლის კუბის ფორმის ახალი ცენტრი, რომელიც რონალდ პერელმანის სახელს ატარებს, უმასპინძლებს თეატრალურ, საცეკვაო, მუსიკალურ და საოპერო წარმოდგენებს, თუ კინოს სეანსებს. ის 3 დარბაზისგან შედგება და მაყურებელთა სავარძლების კონფიგურაციის ცვლილებების მიხედვით, 99-დან 1 200-მდე სტუმარს მიიღებს.

წყაროები
  • გამოცემა 6sqft
  • „არქიტექტურის გაზეთი“
  • „არქიტექტურის ჩანაწერები - BNP მედია“
  • გამოცემა Curbed
  • „დეილი მეილი“
  • „ორგანიზაცია დარსთი“
  • „ემფორისი“
  • The HISTORY® Channel
  • „ქვემო მანჰეტენის განვითარების კორპორაცია“
  • „ნიუ-იორკ დეილი ნიუსი“
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • „ნიუ-იორკ YIMBY“
  • One Word Observatory
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • რონალდ პერელმანის სახელობის ახალი ხელოვნების ცენტრი
  • „მუზეუმი სქაისქრეიფერი“
  • ThoughtCo
  • აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვა
  • „უოლ-სტრიტ ჯორნალი“
  • WTC.com (Silverstein Properties)
 

ყოფილი 7 WTC

9/11-მდე
ყოფილი 7 WTC

„ფანჰონგ-ფანჰონგი“
„ფანჰონგ-ფანჰონგი“ 14 აგვისტო, 1992

ტრაპეციის ფორმის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მე-7 შენობა 7 WTC, თავიდან 47 სართულისგან შედგებოდა. ის 1987 წელს აშენდა. მისი მშენებელიც ლარი სილვერსტაინი იყო, მიწის მფლობელი კი - ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო. ამ შენობის ბინადრებს შორის „კონ ედისონის“ ცნობილი ელექტრო-კომპანია გახლდათ, რომელიც ელექტროენერგიით მთელ ქვემო მანჰეტენს უზრუნველყოფდა. აქ ასევე ედო ბინა ბევრ ფინანსურ და საინვესტიციო კორპორაციას, სადაზღვევო კომპანიებს თუ უძრავი ქონების სააგენტოებს.

9/11
ყოფილი 7 WTC

რობერტო რაბანი
რობერტო რაბანი11 სექტემბერი, 2001

7 WTC-ში მყოფთა ევაკუაცია 11 სექტემბერს დილიდან, ტყუპ შენობებზე მიტანილი პირველი იერიშისთანავე დაიწყო. ჩრდილოეთის კოშკის დანგრევის შემდეგ, ნარჩენები მეშვიდე შენობის სამხრეთ ფასადს მოხვდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. კოშკის ნარჩენებმა ასევე დააზიანა წყლის გაყვანილობა, რის გამოც ხანძრის დროს ავტომატური სარწყავის ჩართვა შეაფერხა. უკონტროლო ხანძარმა კი 7 WTC-ის კოლაფსი გამოიწვია. ეს 5:20-ზე მოხდა. შენობის დანგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რობერტო რაბანი
რობერტო რაბანი11 სექტემბერი, 2001

2008 წლით დათარიღებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც აშშ-ის სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIST) შეადგინა, შენობა უკონტროლო ხანძრებმა დაანგრია. ანგარიში ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მაღლივი კორპუსის ნგრევის უშუალო მიზეზი ხანძარი გახდა. ცეცხლის გამო გაზრდილმა ტემპერატურამ მეტალის საყრდენების და სართულთა მეტალის ჩარჩოების გაფართოება გამოიწვია, რის შემდეგაც შენობის მთავარი საყრდენი სტრუქტურა ჩამოიშალა.

2011
ყოფილი 7 WTC

ახალი 7 WTC
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“30 ივლისი, 2011

ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მე-7 შენობა - 7 WTC (მარჯვნივ) 2006 წლის 23 მაისს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც საძირკვლის ჩაყრა 2002 წლის ნოემბერში საზეიმოდ აღინიშნა.

ლარი სილვერსტაინმა, რომელიც პირველადი პროექტის ავტორია, 11 სექტემბრის ტერაქტიდან სულ რამდენიმე თვეში, 7 WTC-ის ახალი პროექტი დაუკვეთა ამერიკელ არქიტექტორ დევიდ ჩაილდსს და მის კომპანიას David Childs of Skidmore, Owings & Merrill. გადაწყვეტილება სილვერსტაინმა ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ ჟურნალისტებს ასე განუმარტა: „ძველი შენობა-7 ქვის ნაგებობა იყო, მძიმე, მასიური. ახლა გუნებაში რაიმე უფრო მსუბუქის აშენება გვაქვს“.

ჩაილდის დიზაინი მართლაც გაცილებით უფრო მსუბუქია. ესაა 52-სართულიანი თხელი მინის კოშკი, რომელსაც პარალელოგრამის ფორმა აქვს.

ახალი 7 WTC ნიუ-იორკში პირველი შენობა ხდება, რომელიც მოგვიანებით მიიღებს ენერგიის დაზოგვის და გარემოს დაცვის დიზაინის ლიდერის (LEED) მთავარ პრიზს და ოქროს რეიტინგს, რომელიც შეერთებული შტატების „მწვანე ნაგებობათა საბჭომ“ დააწესა.

შენობის მთავარ ბინადრებს შორის არიან: სამაუწყებლო მუსიკის კომპანია (BMI), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, „სილვერსტაინი“ და მრავალი სხვა.

ახლა
ყოფილი 7 WTC

ახალი 7 WTC
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021
სილვერსტაინის ახალი საოჯახო პარკი

სილვერსტაინის საოჯახო პარკი სამკუთხა ფორმისაა. ის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში 7 WTC-ის ნაცვლად გაშენდა და მისი მშენებლობა 2004 წელს დასრულდა.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

ნიუ-იორკელი ლანდშაფტის არქიტექტორის, კენ სმიტის დიზაინით შექმნილ პარკს 1 390 კვადრატული მეტრი უჭირავს. პარკში ხეებით და ბუჩქებით გარშემორტყმული წრიული შადრევანიც არის. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო ახლომახლო ოფისში მომუშავე ადამიანებს, ადგილობრივებს თუ მეგაპოლისის სტუმრებს ბუნებაში დასვენების შესაძლებლობა იქვე ჰქონოდათ.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

პარკის ცენტრში მდებარე შადრევანში წითელი „ბუშტის ყვავილის“ ქანდაკებაა, რომლის ავტორია ამერიკელი ხელოვანი ჯეფ კუნსი. უჟანგავი მეტალით დამზადებული 2.7 მეტრის სიმაღლის ქანდაკება მაშინვე გახდა პარკის სიმბოლო. თუმცა, მოგვიანებით, 2018-ში ის შადრევნის რესტავრაციის დროს აიღეს. შადრევანი ისევ ამუშავდა, მაგრამ ქანდაკება 2021 წლის აგვისტოსთვის სარესტავრაციოდ ჯერ ისევ ევროპაშია გაგზავნილი.

წყაროები
  • „ბი-ბი-სი“
  • „სი-ენ-ენი“
  • საგანგებო ვითარებათა მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA)
  • კენ სმიტის სახელოსნო
  • ქვემო მანჰეტენის განვითარების კორპორაცია
  • სტანდარტების და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი (NIST)
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • „ნიუ-იორკერი“
  • „პარკის ოდისეა“ - ბლოგი
  • „ტრაიბეკას მოქალაქე“
  • WTC.com (Silverstein Properties)
 

ყოფილი წმ. ნიკოლოზის ტაძარი

9/11-მდე
ყოფილი წმ. ნიკოლოზის ტაძარი

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეპარქია ამერიკაში
საბერძნეთის მართლმადიდებლური ეპარქია ამერიკაშითარიღი უცნობია

წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია 1916 წელს ბერძენმა იმიგრანტებმა დააფუძნეს, რომლებიც ქვემო მანჰეტენში ცხოვრობდნენ.

პირველად ეკლესია მწკრივში მიჯრით მდგარ ერთ-ერთ სახლში გაიხსნა, რომელიც დაახლოებით 1830 წელს იყო აგებული. ბერძენმა იმიგრანტებმა მაშინ შენობა 25 000 დოლარად შეიძინეს. დამფუძნებლებს შორის ბევრი უბრალო მუშა იყო, რომლებიც გემებიდან ტვირთს ეზიდებოდნენ. მათ ტაძარი წმინდა ნიკოლოზს მიუძღვნეს, რომელიც ითვლებოდა, რომ მეზღვაურების და მოგზაურთა მფარველი იყო.

9/11
ყოფილი წმ. ნიკოლოზის ტაძარი

ერიკ ო’კონელი
ერიკ ო’კონელი11 სექტემბერი, 2001

ტყუპი ცათამბჯენების სამხრეთის კოშკის კოლაფსმა წმ. ნიკოლოზის ტაძარი 2001 წლის 11 სექტემბერს მიწასთან გაასწორა. საბედნიეროდ, იმ დილით, სამუშაო დღეს ტაძარში არავინ იმყოფებოდა. ეს ერთადერთი სამლოცველოა, რომელიც უშუალოდ 11 სექტემბრის აფეთქებების დროს დაინგრა. ეპიცენტრის დასუფთავებისას ტაძრიდან მხოლოდ რამდენიმე ნივთის გადარჩენა შეძლეს, რომელთა შორის იყო მცირე ზომის ზარი და ქაღალდის ხატი.

2011
ყოფილი წმ. ნიკოლოზის ტაძარი

მომავალი საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრი
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“30 ივლისი, 2011

წმ. ნიკოლოზის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით, ამერიკის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეპარქიასთან მოლაპარაკებას ადგილობრივი და შტატის მთავრობა წლების მანძილზე ცდილობდა. 2008 წელს მიღწეული წინასწარი შეთანხმებით, ეკლესია პარკის ტერიტორიაზე უნდა აგებულიყო, ძველი ადგილის მახლობლად.

ეპარქია პირობას დებდა, რომ მიწას ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველოს გადასცემდა, მანქანების მიწისქვეშა სადგომისთვის. სანაცვლოდ კი მიიღებდა 20 მილიონ დოლარს ეკლესიის ასაშენებლად და იქვე მდებარე, უფრო დიდ მიწის ფართობს. მთავრობაც იძლეოდა დაპირებას, რომ საჭიროების მიხედვით, 20-დან 40 მილიონამდე დოლარს ჩადებდა სადგომის თავზე ახალი ტაძრის ფუნდამენტის გამყარებაში.

მოლაპარაკების საბოლოო გაფორმება 2009 წელს ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა. მთავრობამ განაცხადა, რომ მეტს ვეღარ მოიცდიდა და 2010 წელს ტაძრის ადგილზე სამუშაოები დაიწყო. 2011 წელს ეპარქიამ ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველოს სასამართლოში უჩივლა და ბრალად კერძო საკუთრებაში შეჭრა და წინასწარი შეთანხმების დარღვევა წაუყენა.

ბოლოს, 2011 წლის 14 ოქტომბერს, მაშინდელი გუბერნატორის ენდრიუ კუომოს შუამავლობით, მხარეები შეთანხმდნენ და ეპარქია ახალ ადგილზე ტაძრის აშენებას დათანხმდა.

ახლა
ყოფილი წმ. ნიკოლოზის ტაძარი

ახალი „ლიბერთი-პარკი“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

„ლიბერთი-პარკი“ 4 000 კვადრატული მეტრის ფართობის დასასვენებელი ადგილია, რომელიც „ლიბერთი-სტრიტს“ დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებს. ის საჯაროდ 2016 წლის 29 ივნისს გაიხსნა. მართკუთხა ფორმის პარკი საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრის სახურავზეა გაშენებული. ეს ორგანიზაცია ამოწმებს სატვირთო მანქანებს და ავტობუსებს, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ნაწილში გადაადგილდებიან.

პარკის ახალი დიზაინის ავტორია ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორი ჯოზეფ ფრაუნი. ამ პარკსაც ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო განკარგავს. ახალი დიზაინის პროექტის პრეზენტაცია 2013 წელს გაიმართა. მომდევნო წელს კი მისი $50 მილიონად შეფასებული რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყო.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

გერმანელი ხელოვანის ფრიც კოენიგის „სფერო“ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის „ოსტინ ჯეი ტობინის პლაზის“ შუაგულში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას იდგა. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, 7-მეტრიანი ბრინჯაოს მრგვალი ქანდაკება დეფორმირებული იყო. 2002 წელს ქანდაკება „ბათერი-პარკში“ გადაიტანეს. 1012 წელს კი, როცა პარკის გარემონტება დაიწყეს, „სფერო“ საწყობში მოხვდა. ნიუ-იორკის მოსახლეობის ნაწილმა მოითხოვა, რომ ის თავის პირვანდელ ადგილზე დაებრუნებინათ. 2017 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, მისმა „სფერომ“ ბინა „ლიბერთი-პარკში“ დაიდო.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

მსოფლიო სავაჭრო ცენტრში კიდევ ერთი საინტერესო ქანდაკება დგას, დუვე ბლუმბერგის მონუმენტი. ის საგანგებო ოპერატიულ ძალებში მომსახურე ამერიკელებს მიეძღვნა.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

4-მეტრიანი ქანდაკება ცხენზე ამხედრებულ ამერიკის საგანგებო ოპერატიული ძალების წარმომადგენელს განასახიერებს. ეს ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ჯარისკაცის განზოგადებული სახეა, რომელიც ავღანეთში 11 სექტემბრის მოვლენების კვალდაკვალ გააგზავნეს. ის ავღანურ ცხენზე ზის და მზად არის თალიბებს, თუ ალ-ყაიდას ტერორისტებს ებრძოლოს.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

დუვე ბლუმბერგის მონუმენტი 11 სექტემბრის 10 წლისთავზე, 2011 წლის 11 ნოემბერს გაიხსნა. ის მსოფლიო ფინანსური ცენტრის დასავლეთ დარბაზში იდგა, აფეთქების ეპიცენტრთან ძალიან ახლოს. ქანდაკებამ ადგილი ორჯერ გამოიცვალა, 2012 წელს ის დროებითი სადგურის, PATH-ის შესასვლელთან დაამონტაჟეს, საბოლოოდ კი მან ბინა, 2016 წლის 13 სექტემბერს გამართული საზეიმო ცერემონიის შემდეგ, „ლიბერთი-პარკში“ დაიდო.

ახალი საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრი
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრი (VSC) 2014 წლის 31 ოქტომბერს გაიხსნა, 1 WTC-ის ოფიციალურ გახსნამდე 3 დღით ადრე. „ლიბერთი-სთრითზე“ მდებარე, მისი მთავარი შესასვლელიდან ხდება მთელი კომპლექსის ბიზნეს-ცენტრების, სავაჭრო მოლების თუ ოფისების მომარაგება და საფოსტო გზავნილების მიტანა. ამ შესასვლელში სატვირთო მანქანები და ავტობუსები სპეციალურ შემოწმებას გადიან. კომპლექსის ეს ნაწილი საჯარო მანქანებისთვის ან მათ სადგომად არ გამოიყენება.

საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრსაც ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო განკარგავს. მის ასაშენებლად ორი შტატის ერთობლივმა სამთავრობო ორგანიზაციამ $667 მილიონი გამოყო და გათხრები 2010 წელს დაიწყო. შესასვლელი ყველაზე ადრე გაკეთდა, რათა მის სახურავზე „ლიბერთი-პარკის“ მშენებლობა რაც შეიძლება სწრაფად დაწყებულიყო.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრის შესასვლელის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია 91-მეტრიანი ე.წ. „ცოცხალი კედელი“, რომელიც მთლიანად მცენარეებითაა დაფარული.

წყაროები
  • გამოცემა 6sqft
  • „ამერიკული ლეგიონი“
  • „არქიტექტურული გაზეთი“
  • „სი-ბი-ესი“
  • „სი-ენ-ბი-სი“
  • „სამშენებლო კორპორაცია ფლატრიონი“
  • გამოცემა „გოთემისტი“
  • Greenroofs.com
  • „ნიუ-იორკ დეილი“
  • „ნიუ-იორკ პოსტი“
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • „ნიუ-იორკ YIMBY“
  • „ობზერვერი“
  • „ოკლაჰომელი“
  • „ფეის“
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • გამოცემა Pro Landscaper
  • პროექტი „მუზა“ (ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი)
  • „უოლ-სტრიტ ჯორნალი“
  • Tectonic Engineering Consultants, Geologists & Land Surveyors, D.P.C.
  • „ტრაიბეკა ტრიბ“
  • USA Today
 

ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობა

9/11-მდე
ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობა

სკოტ მერფი
სკოტ მერფი1997

40-სართულიანი საოფისე შენობა ერთ-ერთი ამერიკული ბანკის მფლობელობაში იყო, სახელად Bankers Trust. 1974 წელს გაიხსნილი კიდევ ერთი პლაზის ფასადი შავი ალუმინით და ჩამუქებული მინებით გამოირჩეოდა. 1999 წელს შენობა გერმანულმა ბანკმა შეიძინა და ის „დოიჩე ბანკის“ შენობის სახელით გახდა ცნობილი.

9/11
ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობა

ბრი როდრიგესი, FEMA
ბრი როდრიგესი, FEMA 27 სექტემბერი, 2001

11 სექტემბრის ტერაქტის დროს „დოიჩე ბანკის“ შენობიდან თითქმის ყველას ევაკუაცია მოხერხდა. ტყუპი ცათამბჯენების სამხრეთ კოშკი რომ ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა დაცვის წევრი ფრანცისკო ბორდიერი, რომელიც სხვების ევაკუაციაში აქტიურად მონაწილეობდა.

„დოიჩე ბანკმა“ 2002 წელს განაცხადა, რომ შენობა ტოქსიკური მტვრით იყო დაფარული, მისი გამოყენება აღარ შეიძლებოდა და დაზღვევისგან $1.7 მილიარდი მოითხოვა. მეორე მხარე კი აცხადებდა, რომ მისი დასუფთავება და რეაბილიტაცია შესაძლებელი იყო. სადაზღვევო კომპანიამ 2003 წელს სასამართლო დავა წააგო და თანხის სრულად გადახდა მოუწია.

2011
ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობა

მომავალი საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრი და 5 WTC
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“30 ივლისი, 2011

„დოიჩე ბანკის“ შენობის დანგრევას 10 წელზე მეტი დასჭირდა. ლეგალური ბატალიებით გაჭიანურებულ დეკონსტრუქციის პროცესში ტოქსიკური ნივთიერებებისგან იქ ორი მეხანძრე გარდაიცვალა. ნგრევის პროცესი კვლავ შეჩერდა.

ამ შენობის მარტო დანგრევა 260 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. რამდენიმე მფლობელის გამოცვლის შემდეგ, ტერიტორიას დღეს ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო აკონტროლებს და მისი ნაწილი საავტომობილო უსაფრთხოების ცენტრს უჭირავს.

ახლა
ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობა

მიწის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია 5 WTC-ისთვის
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

როცა 11 სექტემბრის 10 წლისთავზე მემორიალური პლაზა გაიხსნა, „დოიჩე ბანკის“ შენობა ჯერ კიდევ ბოლომდე დანგრეული არ იყო. მემორიალური პლაზის გახსნისას, შენობის სამხრეთ ნაწილი მაშინდელმა მფლობელმა სახელად - LMDC პლაზის ვიზიტორების მოსაცდელი ადგილისთვის დათმო.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

გარკვეული პერიოდი „დოიჩე ბანკის“ შენობის სამხრეთ ნაწილი დროებით პარკად გადაკეთდა. პარკი ხეებით, დასასვენებელი სკამებით და საინტერესო მურალებით, 2014 წლის 2 სექტემბერს გაიხსნა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

იმავე, 2014 წელს, LMDC-იმ უფლება მისცა ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო მმართველობას, რომ ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობის ჩრდილოეთ ნაწილში დროებითი ოფისები განელაგებინა. შტატის მაშინდელი გუბერნატორის ენდრიუ კუომოს ინიციატივით, დაიწყო მოლაპარაკება 5 WTC-ის ტერიტორიის გაქირავების ან გაყიდვის თაობაზე.

2021 წლის აგვისტოსთვის ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობის რეკონსტრუქციის და ტერიტორიის განვითარების თაობაზე შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს კონსორციუმთან, რომელიც ტერიტორიის 99 წლით იჯარით აღებაზე ფიქრობს. მასში კომპანია „სილვერსტაინთან“ ერთად, გაერთიანებულია კანადური ფირმა „ბრუკფილდი“ და რამდენიმე ნიუ-კორკული კომპანია.

ახალი წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი და ეროვნული აკლდამა
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

11 სექტემბრის მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ, წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი დასრულებასთან უკვე ძალიან ახლოსაა. მისი დიზაინიც ესპანელ არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას ეკუთვნის. ცნობილ არქიტექტორს ამერიკაში საბერძნეთის ეპარქიამ ახალი ტაძრის პროექტის მომზადება 2012 წელს დაუკვეთა.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

კალატრავას პროექტი 2013 წელს გამოქვეყნდა. თეთრი მარმარილოს ტაძრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ჯამში დაახლოებით $20 მილიონი ჯდება. ბერძნული მართლმადიდებლური ტაძრის ახალი მისამართია „ლიბერთი-სტრიტი“ 130 და წმ. ნიკოლოზის ეკლესია ადრე შეთანხმებულ ადგილას, „ლიბერთი-პარკში“ მდებარეობს.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ ბერძნულ ტაძართან დაკავშირებით კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწია. 2017 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში საბერძნეთის ეპარქიას ეკლესია 198 წლით გადაეცა. ამ ხნის განმავლობაში, ეპარქიას მისი ნომინალურ ფასად შეძენის საშუალებაც ექნება. სამმართველომ კი ვალდებულება აიღო, რომ მშენებლობის განმავლობაში საჭირო ნებართვების და მარეგულირებელი უფლებების საკითხს მოაგვარებდა.

მაგრამ, მშენებლობა ეპარქიაში გაჩენილი ფინანსური პრობლემების გამო, 2017 წელსვე შეჩერდა. 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტთან დაკავშირებით გამოძიებაც კი დაიწყო, თუმცა დანაშაულს ვერ მიაკვლიეს. ამის შემდეგ შეიქმნა საზოგადოება „წმ. ნიკოლოზის და ბერძნული მართლმადიდებლური ეპარქიის მეგობრები“, რომელმაც ტაძრისთვის დამატებითი სახსრების მოზიდვა დაიწყო.

საზოგადოებამ 2021 წლის ივნისისთვის $95 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო, თითქმის 5-ჯერ მეტის, ვიდრე ეკლესიის დასრულებისთვის იყო საჭირო. მისი ექსტერიერი დღეს თითქმის დასრულებულია, თუმცა ინტერიერზე მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

ამერიკაში საბერძნეთის ეპარქია აცხადებს, რომ ინტერიერზე მუშაობა 2022 წლის ჩათვლით გაგრძელდება. მაგრამ, ოფიციალური გახსნის ცერემონია 2021 წლის ნოემბერში გაიმართება, როცა ნიუ-იორკს ეწვევა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი, რომელიც თურქეთში მსახურებს.

მომავალში
ყოფილი „დოიჩე ბანკის“ შენობა

მომავალი 5 WTC
კომპანია Kohn Pedersen Fox
კომპანია Kohn Pedersen Fox

როგორც ცნობილია, „სილვერსტაინმა“ და „ბრუკფილდმა“ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეხუთე შენობასთან დაკავშირებით -5 WTC გადაწყვიტა, რომ ეს დაახლოებით 80-სართულიანი შენობა უნდა ყოფილიყო. მისი მაქსიმალური სიმაღლე კი დაახლოებით 274 მეტრამდე იქნებოდა.

კომპანია Kohn Pedersen Fox
კომპანია Kohn Pedersen Fox

5 WTC-ის პროექტის დიზაინერია ნიუ-იორკის არქიტექტურული კომპანია „კოჰ პეტერსონ ფოქსი“. პროექტის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. მართკუთხა ფორმის 48-მეტრიან ბაზისზე რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული მაღალი, ოთხკუთხა ბლოკი იდგება. ბაზისის პირველ სართულებზე სავაჭრო ცენტრები განთავსდება, შემდეგ 10 სართულზე კი ძირითადად საოფისე ფართი იქნება. ბაზისის თავზე 69 საცხოვრებელი სართული იგეგმება, დაახლოებით 1 325 ბინა, რომლებიც გაქირავდება.

ნებართვების მოპოვებას შეიძლება დამატებით კიდევ რამდენიმე თვე ან ერთი წელზე მეტიც კი დასჭირდეს. 5 WTC-ის მშენებლობის დაწყება 2023 წლამდე არ იგეგმება. მის დასრულებას 2028-ში მოელიან.

თავიდან ეს ნაგებობა მხოლოდ საოფისე ფართებისთვის იყო განსაზღვრული. საცხოვრებელ სახლად გადაკეთება გენერალური გეგმის შეცვლას და დამატებით ნებართვებს მოითხოვს, მათ შორის - ბინების ნაწილის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის დამტკიცებას.

წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი და ეროვნული აკლდამა
სანტიაგო კალატრავა
სანტიაგო კალატრავა

წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და ეროვნული აკლდამა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსში ერთადერთ სამლოცველოს წარმოადგენს. ტაძრის შუაგული საეკლესიო მსახურებისთვისაა განსაზღვრული. მეორე და მესამე სართულებს კი სხვადასხვა ფუნქციები დაეკისრება. მათ შორის იქნება ე.წ. სოციალური დარბაზი, რომელსაც სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები გამოიყენებენ განათლების, კულტურული, თუ სხვა სახის პროგრამებისთვის.

სანტიაგო კალატრავა
სანტიაგო კალატრავა

ამერიკაში საბერძნეთის ეპარქიის წარმომადგენლებმა „ამერიკის ხმას“ უთხრეს, რომ ინტერიერის სალოცავი ნაწილის დასრულებას, 2022 წლის აპრილის წმინდა კვირაში მოელიან და სააღდგომოდ მლოცველებისთვის ტაძრის ამ ნაწილს გახსნიან.

მას შემდეგ, რაც ეკლესია ღვთისმსახურებისთვის გაიხსნება, ეპარქია გეგმავს ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო მმართველობასთან დაიწყოს მოლაპარაკება მის ნომინალურ ფასად შესყიდვის თაობაზე.

ეპარქია აკლდამაში 11 სექტემბერს დაღუპულთათვის ძეგლის დადგმასაც აპირებს. მათ იმედი აქვთ, რომ წმ. ნიკოლოზის ტაძარი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ვიზიტორებსაც დააინტერესებთ და მომავალში შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მართლმადიდებლური ტაძარიც კი გახდეს, რომელსაც ყველაზე მეტი არამართლმადიდებელი ესტუმრება.

წყაროები
  • გამოცემა 6sqft
  • American Private Security Heraldry Society
  • „არქიტექტურის გაზეთი“
  • „ასოშეიტედ პრესი“
  • „სი-ბი-ეს ნიუ-იორკი“
  • „სითი“
  • „სი-ენ-ენი“
  • მაღლივი შენობები და ურბანული დასახლება
  • „დეილი-არქ-ნიუს“
  • „ალიანსი დაუნთაუნი“
  • „ემფორისი“
  • გამოცემა „ბეძნული ამბები“
  • ამერიკაში საბერძნეთის მართლმადიდებლური ეპარქია
  • „ბერძენი რეპორტიორი“
  • Flikr.com 2016 ფოტო ანგარიშის: “jag9889”
  • „წმ. ნიკოლოზის და ბერძნული მართლმადიდებლური ეპარქიის მეგობრები“
  • „ქვემო მანჰეტენის განვითარების კორპორაცია“
  • „ნიუ-იორკ პოსტი“
  • ნიუ-იორკის გუბერნატორის პრესცენტრი
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • „ნიუ-იორკ YIMBY“
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • საპორტო სამმართველოს პოლიციის კეთილისმსურველთა ასოციაცია
  • რელიგიურ სიახლეთა სამსახური
  • წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებლური ეკლესია და ეროვნული აკლდამა
  • „სანტიაგო კალატრავა არქიტექტორები და ინჟინრები“
  • „სილვერსტაინი“
  • „ტრაიბეკა ტრიბ“
  • „ნიუ-იორკის ურბანიზაცია“
  • „უოლ-სტრიტ ჯორნალი“
  • WestView News
  • „მსოფლიოს არქიტექტორები“
 

ყოფილი „ფიტერმენ-ჰოლი“

9/11-მდე
ყოფილი „ფიტერმენ-ჰოლი“

კარმინ გუალტიერი
კარმინ გუალტიერი თარიღი უცნობია

16-სართულიანი საოფისე ნაგებობა 1959 წელს გაიხსნა. ის 1978 წელს ბიზნესმენმა მაილს ფიტერმენმა შეისყიდა. 1993 წელს, მეუღლე შირლი ფიტერმენთან ერთად, მან შენობა ქველმოქმედების სახით, უბოძა ნიუ-იორკის საუნივერსიტეტო სისტემის ერთ-ერთ კოლეჯს: მანჰეტენის სათემო საჯარო კოლეჯს BMCC.

მანჰეტენის სათემო საჯარო კოლეჯი BMCC
მანჰეტენის სათემო საჯარო კოლეჯი BMCCთარიღი უცნობია

$30 მილიონად შეფასებული შენობა, იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი იყო, რომელიც კი რომელიმე ამერიკულ სათემო კოლეჯს როდესმე მიუღია. მადლობის ნიშნად, CUNY-იმ, ნიუ-იორკის შტატის საჯარო უნივერსიტეტთა სისტემამ, შენობას „ფიტერმენ-ჰოლი“ დაარქვა და ის საუნივერსიტეტო სივრცედ გადააკეთა, 40 სალექციო დარბაზით და კომპიუტერული ოთახით.

9/11
ყოფილი „ფიტერმენ-ჰოლი“

FEMA-ს კვლევა, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა
FEMA-ს კვლევა, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ

11 სექტემბრის დილას, „ფიტერმენ-ჰოლში“ 1 000-ზე მეტი სტუდენტი და კოლეჯის თანამშრომელი იმყოფებოდა. პარალელურად, მიდიოდა სარემონტო სამუშაოები, რაც 2 000-მდე ახალი საკლასო ოთახის დამატებას ითვალისწინებდა. პირველივე აფეთქების შემდეგ, კოლეჯის ხელმძღვანელობამ სტუდენტები კლასებიდან სასწრაფოდ გაიყვანა და მთელი შენობის ევაკუაციაც სწრაფად შეძლო.

რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ

როგორც კი შენობა კოლეჯის სტუდენტების და თანამშრომლებისგან დაიცალა, რომლებიც რამდენიმე ქუჩის გადაღმა მდებარე ცენტრალურ კორპუსში გადაიყვანეს, „ფიტერმენ-ჰოლის“ სპორტული დარბაზი სახელდახელო საველე ჰოსპიტლად გადაიქცა. იქ სასწრაფო დახმარების აღმოჩენა მასობრივად ხდებოდა და ბევრი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეს.

5 საათსა და 20 წუთზე, როცა ქუჩის გადაღმა მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობა -7 WTC დაინგრა, ნარჩენების დიდი ნაწილი „ფიტერმენ-ჰოლის“ სამხრეთ ნაწილთან მოხვდა და მისი ფასადიც დაზიანდა.

რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი
რონ სპალტერი, ედ სალივანი და კარმინ გუალტიერი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ

ტოქსიკურმა მტვერმა შენობაში შეაღწია და ის სრულიად გამოუსადეგარი გახადა. მოგვიანებით მისი დანგრევა და ხელახლა აშენება გადაწყდა. „ფიტერმენ-ჰოლი“ ერთადერთი უმაღლესი სასწავლებლის შენობა იყო, რომელიც 9/11-ის ტერაქტში დაზიანდა.

2011
ყოფილი „ფიტერმენ-ჰოლი“

ალისონ კლეინი, „ამერიკის ხმა“
ალისონ კლეინი, „ამერიკის ხმა“ 29 ივლისი, 2011

„ფიტერმენ-ჰოლის“ ახალი შენობის გახსნა 2011 წლის სექტემბრისთვის ვერ მოესწრო, მაშინ როცა 11 სექტემბრის ტერაქტის 10 წლისთავი აღინიშნა და 9/11-ის მემორიალი გაიხსნა. თუმცა, მშენებლობის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო.

პირველი 10 წლის განმავლობაში მშენებლობა არაერთხელ შეჩერდა. ჯერ რამდენიმე წელი სადაზღვევო კომპანიასთან სასამართლო დავას დასჭირდა. კომპანია FM Global ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ნაგებობის გარემონტება შესაძლებელი იყო და მისი ძვირადღირებული დანგრევა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ბოლოს, 2004 წელს დავა დასრულდა იმით, რომ სადაზღვევო კომპანიამ „ფიტერმენ-ჰოლს“ $90 მილიონი გადაუხადა.

2004 წელსვე არქიტექტურულმა კომპანიამ Pei Cobb Freed & Partners დაიწყო შენობის დანგრევა და მიმდებარე ტერიტორიის ტოქსინებისგან გასუფთავება. თუმცა, გარემოს დაცვის და მრავალი სხვა რეგულაციის გამო, ასევე, ირგვლივ მდებარე სხვა შენობების ნგრევით შექმნილი პრობლემების და ზედ დამატებული, ფინანსური პრობლემების გამო, „ფიტერმენ-ჰოლს“ წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება ელოდა.

ნიუ-იორკის მთავრობამ ნგრევისთვის და ტოქსინების გაწმენდისთვის შენობას დამატებით $325 მილიონის გამოუყო. სამუშაოები 2008 წელს განახლდა და 2009 წლის 1 დეკემბერს, „ფიტერმენ-ჰოლის“ ახალი საძირკვლის ჩაყრა საზეიმოდ აღნიშნეს.

ახლა
ყოფილი „ფიტერმენ-ჰოლი“

ახალი „ფიტერმენ-ჰოლი“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

„ფიტერმენ-ჰოლის“ დანგრევას, გასუფთავებას და ახალი კორპუსის აშენებას თითქმის 11 წელი დასჭირდა. განახლებულ შენობაში პირველი ლექციები 2012 წლის 27 აგვისტოს ჩატარდა. თუმცა, მაშინაც კი, მშენებლობა კორპუსის ზოგიერთ ნაწილში ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ხელოვნების გალერეის და საზოგადოებრივი კაფეს ნაწილი ჯერ აგებულიც არ იყო.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ფიტერმენ-ჰოლს“ დაახლოებით 2 300 კვადრატული მეტრი დაემატა და საერთო ფართმა 37 100 კვადრატულ მეტრს მიაღწია. 80 ახალი საკლასო ოთახის დამატებით, კოლეჯის შესაძლებლობები თითქმის მესამედით გაიზარდა.

14-სართულიანი შენობა დანარჩენებისგან წითელი აგურით და შუშის კომბინაციით გამოირჩევა. ახალი დიზაინი ისე შეირჩა, რომ გამვლელმა დაინახოს, თუ რა ხდება „ფიტერმენ-ჰოლის“ დარბაზებში. შენობის სახურავზე საკონფერენციო დარბაზია, რომელიც საზოგადოებრივი გამოყენებისთვისაც ხელმისაწვდომია.

წყაროები
  • არქიტექტურის ამერიკული ინსტიტუტი
  • amNY Downtown Express
  • მანჰეტენის სათემო საჯარო კოლეჯი
  • „ნიუ-იორკ დეილი“
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • PAL გარემოს დაცვის სამსახური
  • (PSC) CUNY
  • PRWeb
 

ყოფილი „პლაზა“

9/11-მდე
ყოფილი „პლაზა“

კონგრესის ბიბლიოთეკა, ბეჭდური და ფოტო დივიზია, ბალთაზარ კორაბის კოლექცია
კონგრესის ბიბლიოთეკა, ბეჭდური და ფოტო დივიზია, ბალთაზარ კორაბის კოლექცია 1976

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკები და პლაზა 1973 წლის 4 აპრილს გამართული საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიხსნა. მანამდე, 1972 წელს პლაზაში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე დამონტაჟდა „სფერო“, გერმანელი ხელოვანის ფრიც კოენიგის ნამუშევარი.

ბრინჯაოს მრგვალი ქანდაკების ამბავი უფრო ადრე, 1967 წელს დაიწყო, როგორც ეს კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორის, ჰოლგერ კლეინის ნაშრომშია ნათქვამი. სწორედ იმ წელს დაუკავშირდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ამერიკელი არქიტექტორი და დიზაინერი მინორუ იამასაკი გერმანელ კოენიგს და დიდი შადრევნისთვის ქანდაკების დიზაინის შექმნა სთხოვა. მაშინ პლაზა ჯერ აშენებულიც კი არ იყო. ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველოს მიერ „სფეროს“ მცირე მოდელის დამტკიცებიდან ერთი წლის შემდეგ, ფრიც კოენიგმა მასზე მუშაობა გერმანიაში დაიწყო. ქანდაკება ბრემენის პორტიდან გამოიგზავნა და ნიუ-იორკში 1972 წელს, ინსტალაციამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა.

კონგრესის ბიბლიოთეკა, ბეჭდური და ფოტო დივიზია, ბალთაზარ კორაბის კოლექცია
კონგრესის ბიბლიოთეკა, ბეჭდური და ფოტო დივიზია, ბალთაზარ კორაბის კოლექცია1976

კოენიგმა ნამუშევარს „ნიუ-იორკის დიდი კარიატიდის სფერო“ დაარქვა. მბრუნავმა სფერომ მთავარი დამკვეთის, ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის, ოსტინ ჯეი ტობინის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი თქმით, „სფერო“ ვაჭრობით მიღწეული მშვიდობის სიმბოლო იყო. ნიუ-იორკელებმა მას სახელი მალევე შეუმოკლეს და მხოლოდ „სფეროდ“ მოიხსენიებდნენ.

ტობინის გარდაცვალების შემდეგ კი, იმ ადგილს, სადაც „სფერო“ იდგა, საპორტო სამმართველომ ოსტინ ჯეი ტობინის პლაზა დაარქვა.

9/11
ყოფილი „პლაზა“

ბრი როდრიგესი, FEMA
ბრი როდრიგესი, FEMA27 სექტემბერი, 2001

11 სექტემბერს, ტყუპი კოშკების დანგრევამ პლაზა მთლიანად გაანადგურა. „სფერო“ გადარჩა, თუმცა მისი ზედაპირი ჩაზნექილი იყო. ამის შემდეგ ქანდაკება დროებით იქვე მდებარე „ბათერი-პარკში“ გადაიტანეს.

2011
ყოფილი „პლაზა“

მუზეუმის ახალი პავილიონი
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“
მაიკლ ლიპინი, „ამერიკის ხმა“30 ივლისი, 2011

2011 წლის ივლისში, 9/11-ის მემორიალური პლაზის მშენებლობა, იქ სადაც თავის დროზე ოსტინ ჯეი ტობინის სახელობის პლაზა იყო, დასასრულს უახლოვდებოდა. ფართო საზოგადოებისთვის ის 12 სექტემბერს გაიხსნა, 11 სექტემბრის ტერაქტის 10 წლისთავზე. ამ დროისთვის ჯერ კიდევ გრძელდებოდა მემორიალური მუზეუმის მშენებლობა, რომლის მიწისზედა პავილიონი პლაზის შუაგულში იყო განსაზღვრული.

მემორიალის და მუზეუმის კომპლექსის აშენება 2002 წლის ივლისში გადაწყდა. კონცეფცია ფართო განხილვის საგანი გახდა. პროცესში ჩართულები იყვნენ 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპული ათასობით ადამიანის ოჯახის წევრები, გადარჩენილები, გარშემო ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, თუ საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, ვინც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა. შეიქმნა სპეციალური ორგანიზაცია - მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მემორიალური ფონდი - რომელსაც მემორიალისთვის ფინანსური სახსრები უნდა მოეზიდა, შემდეგ კი აეშენებინა და აემუშავებინა მემორიალი.

ფინანსური სახსრების შეგროვების და საჭირო ნებართვების მომზადების შემდეგ, მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო. მოგვიანებით გადაწყდა, რომ ხარჯების და დროის დაზოგვისთვის აჯობებდა, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის განახლების საქმე მთლიანად ერთი ორგანიზაციის ხელში გადასულიყო და ამ პროექტის განხორციელებასაც სათავეში ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო ჩაუდგა.

2007 წელს ფონდმა სახელი შეიცვალა და გახდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 11 სექტემბრის ეროვნული მემორიალი და მუზემი. ამ სახით ის უკეთ ასახავდა პროექტის მისიას და პატივს მიაგებდა ეროვნულ ტრაგედიას.

ახლა
ყოფილი „პლაზა“

მუზეუმის ახალი პავილიონი
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“25 აგვისტო, 2021

11 სექტემბრის ახალი მემორიალური მუზეუმი ოფიციალურად 2014 წლის 15 მარტს გაიხსნა. ცერემონიას მაშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა უძღვებოდა, მემორიალის თავმჯდომარე მაიკლ ბლუმბერგთან ერთად. იმ დღესვე, მემორიალური პლაზის ირგვლივ თითქმის 15 წლის წინ აღმართული ბარიერები აიღეს და მსურველებს მისი მთლიანად დანახვის საშუალება მისცეს. დაახლოებით ერთ თვეში, 21 მაისს მუზეუმი უკვე ნებისმიერი მსურველისთვის ღია იყო. მემორიალური პლაზა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარი დაჯდა. მუზეუმი და მემორიალური კომპლექსი სხვებთან შედარებით, იმ მომენტში შეერთებულ შტატებში ყველაზე ძვირადღირებული პროექტი გახლდათ.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

მუზეუმის მიწისზედა პავილიონის დიზაინერია ნორვეგიული არქიტექტურული ფირმა Snøhetta. მიწისქვეშა კომპლექსის დიზაინერი კი ნიუ-იორკული არქიტექტურული კომპანია გახლდათ - Davis Brody Bond. მემორიალური მუზეუმის საგამოფენო დარბაზების დიზაინში კიდევ ბევრი სხვა ფირმა იყო ჩართული.

ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“
ვლადიმირ ბადიკოვი, „ამერიკის ხმა“24 აგვისტო, 2021

მუზეუმს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 10 200 კვადრატული კილომეტრი უჭირავს. ის მნახველებს უმეტესად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე უამბობს, ახევე - 1993 წლის 26 თებერვალს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე. მუზეუმში წარმოდგენილია აფეთქების ნარჩენები, ფოტოები, დაღუპულთა პირადი ნივთები. ინტერაქტიული ტექნოლოგიების საშუალებით გადმოცემულია მათი ისტორიები.

მუზეუმში ასევე ნახავთ ძველი კედლის ფრაგმენტს, რომელიც 1960 წლით თარიღდება. ის ნიუ-იორკის ამ ნაწილს თავის დროზე მდინარის ადიდებისგან იცავდა. კედელი მუზეუმის მშენებლობის დროს წარმოებულ გათხრებზე შემთხვევით იპოვეს.

აქაა ე.წ. „ხსნის კიბე“, ერთ-ერთი ტყუპი ცათამბჯენის კიბის ნაწილი, რომელიც ადამიანებს შენობიდან გაქცევაში დაეხმარა და მეტალის ბოლო ბოძი, რომელიც „გრაუნდ ზეროს“ დასუფთავების დროს, სამუშაოების დასრულებისას გაიტანეს.

საკამათო გახდა მუზეუმში შესასვლელი ზრდასრული ადამიანის ბილეთის ფასი $24, რასაც დაღუპულთა ოჯახის წევრები აპროტესტებდნენ. თუმცა, დღეს მისი ღირებულება გაიზარდა და ახლა 26 დოლარია. გაძვირების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის შენობის შენახვას და მის მართვას შეესაბამება, რაც მაგალითად, 2019 წელს ჯამში $73 მილიონი დაჯდა.

11 სექტემბრის მემორიალს და მუზეუმს, გახსნის შემდეგ, 2014 წლის მაისიდან, 17 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. მემორიალური პლაზა კი 2011 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 50-მა მილიონმა ტურისტმა თუ ადგილობრივმა მკვიდრმა მოინახულა.

წყაროები
  • Christian Science Monitor
  • კოლუმბიის უნივერსიტეტი
  • DNAinfo
  • „ქვემო მანჰეტენის განვითარების კორპორაცია“
  • 11 სექტემბრის ეროვნული მემორიალი და მუზეუმი
  • „ენ-ბი-სი“
  • „ნიუ-იორკ თაიმსი“
  • „ენ-პი-არი“
  • „ობზერვერი“
  • ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველო
  • USA Today